1730457694
"ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული... ცოლად ვერ მოვიყვანე და..." - მხატვრის აღიარება, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სიყვარულმა რეჟისორად აქცია
"ლიკა იყო ჩემი ერთადერთი და ნამდვილი, სუფთა სიყვარული" - "პრაიმტაიმთან" ამბობს შოთა კალანდაძე და გვიპასუხა კითხვაზე, რატომ მოუნდა ლიკა ქავჟარაძის ცეკვის ძველი კადრების პირადი არქივიდან ახლა გასაჯაროება.
მსახიობის ცეკვის კადრები, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, შოთას გადაღებულია. სოციალურ ქსელში გაზიარებისას მან დაწერა: "მაპატიოს ყველამ, თუ ვინმეს მოეჩვენა ლიკა უჩვეულო ამპლუაში წარმოდგენილი, მაგრამ ეს ხომ არტ ფილმის გადაღების დროს გადაღებული ვიდეოა. იმდენად ენერგიული და ცოცხალი ვიდეოა, რომ არ შემეძლო არ გამეზიარებინა თქვენთვის."
როგორც მოსალოდნელი იყო, პურისა და სანახაობის მოყვარულმა ადამიანებმა, შოთას ქმედება დაგმეს, რა გამოსაქვეყნებელი კადრები ეს არის, ქალი თავისთვის ცეკვავს? რა საჭირო იყო ახლა ამის გამომზეურება? დააყენეთ მსახიობი საფლავში. იყვნენ ისეთებიც, ვინც ლიკას ფეხების სილამაზე შენიშნეს, თქვეს ისიც, შოთას ლიკა უყვარდა და მას ხშირად იღებდა ფილმებშიო...
შოთა კალანდაძე მხატვრობას ზურა (პიკო) ნიჟარაძესთან და ჯემალ შანშიაშვილთან სწავლობდა. ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში მან აღიარა, რომ რეჟისორი ლიკას გამო გახდა. და თუ მანამდე მისი საყვარელი საქმე მხოლოდ მხატვრობა იყო, ლიკას სიყვარულმა პროფესია შეაცვლევინა. მათ შორის, ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელი იყო.
2002 წელს შოთა კალანდაძემ გადაიღო "სიზმრების გაელვება". ავანგარდულ-ეროტიკულ ფილმში ლიკა ქავჟარაძეს თამამი სცენა აქვს. რეჟისორმა კი იპოვა მისთვის კომფორტული ნიშა. ასე ჩამოყალიბდა კინო მიმდინარეობა - "კინო ლექსები". დღეს კალანდაძე გულდაწყვეტით ამბობს, რომ მისი ფილმები დაბლოკილია, არავინ უშვებს და ამას მისადმი შურით ხსნის.
შოთა კალანდაძემ "პრაიმტაიმის" ზარს უპასუხა და გვითხრა, რომ ლიკაზე დოკუმენტური ფილმის გაკეთებას გეგმავს. მოენატრა. და ვიდეოს გაზიარების მიზეზიც ამაშია.
შოთა კალანდაძე: ჩემს არქივს ვათვალიერებდი და ეს ვიდეოც იქ შემთხვევით აღმოვაჩინე. ამ ვიდეოში შხვართი ფეხები უჩანს. მანდ რამე ვულგარულია? შერონ სტოუნის მსგავსი ვიდეო რომ ენახათ, ვინმე უარყოფით კომენტარს გააკეთებდა? სტოუნმა ოპერაციები გაიკეთა და მაინც ვერ მიაღწია ლიკასნაირ გარეგნობას. ლიკას კიდე კისრიდან ეწყებოდა ფეხები. ხომ ჩანს ეს ამ ვიდეოში.
1996 წლიდან გადაღებული ვიდეო მასალები მაქვს. პატარა ვიყავი, ჩვეულებრივი კამერით ვიღებდი. ისეთი უნიკალური მასალა მაქვს, დოკუმენტური ფილმის გაკეთება მინდა.
ლიკას მძიმე დეპრესია ჰქონდა. ფილმის გადაღება დავიწყეთ, მერე ჩაიშალა. დარჩენილი მასალით გავაკეთე ფილმი "მიტოვებული დონ ჟუანი".
ლიკა 1994 წელს ხატავდა. დედა რომ გარდაეცვალა... მე მაშინ მას არ ვიცნობდი. მერე ხატვას თავი დაანება. 1996 წელს გავიცანი და ისევ გავაგრძელებინე ხატვა. ვაგულიანებდი, რომ ეხატა. 2000 წელს გავაკეთეთ გამოფენა, მისი მესამე გამოფენა ნიკო ცეცხლაძესთან ერთად გაკეთდა.
გადაღებული მაქვს 40 წლის რომ გახდა, ის დღეც. ბიძამისი, გეიდარ ფალავანდიშვილი იყო დაბადების დღეზე, ეკა მამალაძე, მისი დაქალები იყვნენ. ვიდეო მასალები კასეტებზე მაქვს და უნდა ნელ-ნელა გადავიტანო... სხვა ლეგენდებიც მყავს გადაღებული.
..
ლიკა გარდაცვალებამდე რვა დღით ადრე მე გადავიღე. ეს კადრები შემდეგ ჩემს ავანგარდულ დოკუმენტურ დრამაში შევიდა. "ეკლექტური ფრაგმენტები" ასე ჰქვია ფილმს, სადაც ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან - ზურა ნიჟარაძე, შალვა მატუაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი ხატავენ - ნანი ბრეგვაძეს, ლიკა ქავჟარაძეს, ნანა ნებიერიძეს. ზურა ყიფშიძე ხატავს ქრისტი ყიფშიძეს.
ორმა ცნობილმა ტელე პროდიუსერმა (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) მითხრა, ეროტიკა მოხსენი, თორემ დაგბლოკავენ, შენს ფილმებს არსად არავინ გაუშვებსო. არ მოვხსენი. მე მხატვრობიდან მოვედი კინოში და თუ მხატვრობაში, ლამაზ ნატურებს ვხატავდი, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთო კინოში-მეთქი? ვარ კიდეც ანდერგრაუნდში. ყველა ჩემი ფილმი დაბლოკილია! არავინ მიწვევს, ეშინიათ. ყველას ჩემს მიმართ აქვთ შური. შურთ ნახატების ის კოლექცია, ალბათ, რაც მე მაქვს, მე მეკუთვნის და არ ვყიდი.
ორ წელიწადში ჩემი ფილმი "მედუზა გორგონა" 30 მილიონზე ავიდა ნახვებით და ამის დაბლოკვა შეიძლებოდა? პლუს 18 იყო და დაიბლოკა. 89 ათასი გამომწერი ჰყავდა იმ იუთუბ არხს. უცხოელები ჩემს ფილმებს უყურებენ იმიტომ, რომ არავის არ ჰგავს. ჩემია, საავტოროა.
- შოთა, სინამდვილეში რაზე იყო თქვენი და ლიკა ქავჟარაძის ურთიერთობა აგებული?
- მეგობრობაზე. მე ვიყავი მისი ახლო მეგობარი. მის გამო გავხდი რეჟისორი.
ლიკა იყო ჩემი ერთადერთი და ნამდვილი, სუფთა სიყვარული. და როგორც თვითონ, ამბობდა ყველაზე ძალიან მე ვუყვარდი. (ცხადია, შვილის შემდეგ.) მაგრამ ცოლად რომ ვერ მოვიყვანე, სამაგიერო გადამიხადა. ჩემი ბრალია. 2000 წელს მითხრა, გავთხოვდებოდიო. მე გავჩუმდი, პატარა ვიყავი. ცოლის შერთვა არ მსურდა. ის კი გათხოვდა.
ბოლოს, ფილმისთვის ვემზადებოდით. დიეტაზე იყო. მე ვეუბნებოდი, რად გინდა გახდომა, ისედაც გადაგიღებ-მეთქი. უნდა დავიკლოო. უფრო მოიმატა. შიმშილს ვერ უძლებდა.
მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დეპრესიული იყო. ხშირად მესიზმრება. ფერადად მესიზმრება...
ასევე დაგაინტერესებთ: „გიჟივით ავვარდი სახლში! გარდაცვლილი ისე საცოდავად იწვა საწოლში... ბოლო ფოტო გადავუღე...“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე
EXCLUSIVE: „ვუყურებდი, როგორც ნახატს... ბავშვობიდანვე არაამქვეყნიური იყო..." - დავით აბაშიძე
VIDEO: ზურა ყიფშიძის პირველი სიყვარული - „მერე უკვე იმას ბავშვი ჰყავდა, მეც ბავშვი მყავდა“