ლეგენდარული ჯაზმენი თამაზ ყურაშვილი გარდაიცვალა

tatuza

75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ჯაზური კომპოზიციების ვირტუოზი, თათუზა თამაზ ყურაშვილი გარდაიცვალა. 

"ჩვენი თათუზა აღარაა... ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა" , - წერს სოციალურ ქსელში მესაყვირე ლევან კემულარია.

 

2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ჯაზმენის ვარსკვლავი გაიხსნა.

ეს იყო პირველი ვარსკვლავი, რომელიც ჯაზის სფეროს წარმომადგენელს მიეძღვნა.

თამაზ ყურაშვილი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებში. არის მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი.

თამაზ ყურაშვილი 1987 წლიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან, ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად...

1968-1969წწ. იყო ფილარონიის ანსამბლ "დიელოს", 1970 წელს ანსამბლ "ჩანგის, 1968-1982წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა: "სუფთა დაფა"(1982), მხატვრული ფილმისა "ისინი"(1993), თელავის დრამატული თეტრის სპექტაკლისა "ათვინიერებენ მიმინოს" 1985) და სხვა.