"ექიმმა პირდაპირ მითხრა, მცირე ზომისააო..." - მერაბ კოკოჩაშვილი თავის ავადმყოფობაზე

merab

სამი წლის წინ კინოსტუდიაში მერაბ კოკოჩაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც "ცუდის" დასაწყისი იყო, თუმცა დროულმა სამედიცინო ჩარევამ, კინორეჟისორი მალე გამოაჯანმრთელა.

თოდუას კლინიკა თავისი სლოგანით - "ერთად სიცოცხლისთვის", რეჟისორის მცირე ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ის გვიყვება, რომ...

მერაბ კოკოჩაშვილი: ცუდად ვიგრძენი თავი. სისხლდენა დამეწყო. იმავე საღამოს წამიყვანეს გამოკვლევაზე. მითხრეს, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი და ექვსი დღის შემდეგ უკვე ოპერაცია ჩამიტარდა. ჩათვალეს, რომ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ. შიში არ მიგრძვნია. ექიმმა პირდაპირ მითხრა, მცირე ზომისაა, ისეთი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ რა სახის არის, ამას ოპერაციის შემდეგ გავიგებთო. ეს იყო და ეს.

რეალიბილაციის პერიოდმა მშვიდად ჩაიარა, სამსახურში დავდიოდი, არც შემისვენია. მას შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც, გამოკლევა მიტარდება.

ბოლო გამოკვლევის დროს, შვილებმა და მეუღლემ მითხრეს, შენ კიდევ გქონია "რაღაც", რომელიც ახლავე გაანადგურესო. აი, რამდენს ნიშნავს ყურადღების მიქცევა და ანალიზების დროულად გაკეთება. 

ახლა კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს. მადლობელი ვარ ყველაფრის. მადლობა ექიმებს. მათგან წამოსული შესაფერისი დამოკიდებულება გამშვიდებს. 

 

მაესტრო არაჩვეულებრივ ფორმაშია, კვირაში ორჯერ ცურვაზე დადის, ფილმს იღებს. 21 მარტს 88 წლის გახდება. დღეგრძელობა მას...