რას ამბობენ სოფელში, სადაც შემზარავი დანაშაულისთვის 63 წლის კაცი დააკავეს - ახალი დეტალები

ამერიკის პოლიცია

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, 63 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის დააკავეს.

მეზობლები ჰყვებიან, რომ მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ამასთან, მათივე ცნობით, დამნაშავე და მსხვერპლი მეზობლები არიან და დანაშაულიც სახლთან ახლოს მოხდა.

"25 წელია აქ ვცხოვრობ და მაგ კაცისთვის მაგის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ცოდოს თქმა ძნელია, აგოს პასუხი. პატარა რაღაცა არის ამ ხნის კაცზე ამხელა რაღაცის თქმა. ერთად დავბერდით და ცოდვა როგორ ვთქვა..." - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ,,კურიერთან".

ამასთან, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ თავად დაკავებული საკმაოდ აქტიური იყო, არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია. ამ საკითხთან დაკავშირებით "კურიერი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ესაუბრა.

"აღნიშნული პიროვნება ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა, ამის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს. რაც შეეხება ფაქტს, რა შეიძლება ითქვას? ვინც არ უნდა იყო ს და ვისი ნათესავიც არ უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, თუ ეს ფაქტი დადასტურებულია ან დადასტურდება, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს", - განაცხადა მარიამ ქელასაშვილმა.

ცნობისთვის, გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, დაკავებულია 63 წლის კაცი. ირკვევა, რომ მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.