ვისაც ალერგია გაწუხებთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - გაფრთხილება ბიძინა კულუმბეგოვისგან

კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 13 - 19 ივნისის პერიოდში მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.

„ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია მცირედ დაიკლებს და ძალიან მაღალი (პიკური) მაჩვენებლიდან მაღალ ნიშნულზე გადმოინაცვლებს.

ცაცხვის (Tilia) და ზეთისხილის (Olea) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.

ყვავილობას იწყებს საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე ნაცარქათამა (Chenopodium), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.

სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.“ - წერს ექიმი.