არის თუ არა განგაშის საფუძველი - რას ამბობს თამარ გაბუნია გავრცელებულ ვირუსებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ქალაქში ახლა მომრავლებულია ვირუსი, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ცუდადაა.

ქვეყანაში H3N1 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ექიმების განმარტებით ეს არის ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი და დაახლოებით, ხუთ დღეს გრძელდება.

რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, მედიკოსები ამბობენ, რომ სეზონური გრიპი პაციენტების მხოლოდ ხუთ პროცენტში ვლინდება.

სპეციალისტების რეკომენდაციები იგივე რჩება, ხელის დეზინფექცირება, პირბადე და სასურველია, გრიპის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.

ვირუსი, ძირითადად, ბავშვებში ვრცელდება, სეზონური ვირუსის პიკს კი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვირუსი საშიში არ არის.

„მიმდინარე პერიოდში, ყველაზე მეტად, რინოვირუსი და რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. 5%-ია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი. ბავშვებში საყურადღებოა ვირუსი მაშინ, როდესაც არის სხვა თანდაყოლილი დაავადებები, განგაშის საფუძვლები არ არსებობს. გრიპის შემთხვევაში, სასურველია, ბავშვებმა სკოლაში არ იარონ," - აცხადებს თამარ გაბუნია.