ვისაც ვირუსის შემდეგ ხველა გაგიხანგრძლივდათ... - რას ამბობს მარინა ენდელაძე

ხველება

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ქალაქში ახლა მომრავლებულია ვირუსი, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ცუდადაა.

ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ დღეს სხვადასხვა ტიპის ვირუსებია გავრცელებული და ზოგი დიდი ხნის განმავლობაშიც გრძელდება.

„რესპირატორული ინფექცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. წინა წლებში არ იყო ვირუსული ინფექციები გავრცელებული, რაც ალბათ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავს ვიცავდით და ყველა ღონისძიება, რაც იყო კოვიდისთვის, იყო გრიპისთვისაც.

ახლა უკვე თავს აღარ ვიცავთ და ამიტომ გაიზარდა გაციებულთა რაოდენობა. ამ სეზონზე სავარაუდოდ, უფრო მოიმატებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსი არის გახანგრძლივებული. ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა აქვს ხველა“. – ამბობს ინფექციონისტი „ფორტუნასთან“.

ენდელაძის თქმით, გავრცელებული ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. ასევე პირბადის ტარება და წესების დაცვა.