„დედამ ჩვენს გადაწყვეტილებას შეთქმულება უწოდა, მამას უყვიროდა - გოგოს პატრონი თუ არ ეყოლება, სანანებელი გაგვიხდებაო...“

ნაადრევი ქორწინება

სირიელი ანულა 17 წლის იყო, როდესაც მამამ უთხრა, ნათესავები (დედის მხრიდან) შენს ხელს მთხოვენ, მაგრამ მინდა ისწავლო და არჩევანი მერე თავად გააკეთო, თანატოლებივით თუ გათხოვებას გადაწყვეტ, შენი ნებააო...

ახალგაზრდა გოგონა სირიაში, დამასკოს ბლოკადაში ჩარჩა. რამდენჯერმე გადაურჩა დაბომბვასა და აკრძალულ ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერება ცეო-ს, რომელიც საომარ ზონაში არაერთხელ გაუშვეს. არ ახსოვს, რა ვითარებაში დაკარგა მარცხენა ხელი, გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ლტოლვილთა ბანაკში გახსნილ დაჭრილთა დახმარების პუნქტში მიიყვანა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია. მამას მაშინვე ვუპასუხე, - სწავლაზე, სტუდენტობაზე ვოცნებობ, ამიტომ ჯერჯერობით არავინ მაინტერესებს-მეთქი. დედა უფრო ტრადიციული იყო და ჩვენს გადაწყვეტილებას "შეთქმულება" უწოდა, მამას უყვიროდა, - სადაცაა ომი დაიწყება, გოგოს პატრონი თუ არ ეყოლება, სანანებელი გაგვიხდებაო..."

"ვერც ბაშარ ასადის ასეთ უკიდეგანო სისასტიკეს წარმოვიდგენდით. ის მამას ძმების კურსელი იყო, დამასკოს სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თვალის ექიმია და როგორც ვიცი, რაღაც პერიოდი ლონდონშიც მუშაობდა. თავგადადებული მორწმუნე არასდროს ყოფილა, მაგრამ როდესაც პოლიტიკამ მოითხოვა, გახდა..."

"რაღაც უცნაური ხმა გავიგონე, სკამის წაქცევის მსგავსი, ოღონდ - რამდენჯერმე. ხმაურზე ჩემი ერთ-ერთი ძმა აივანზე გავარდა და დაიღრიალა: მამას და უფროს ძმას სნაიპერის ტყვიები მოხვედრიათ. ასე უეცრად აღმოვჩნდით ოჯახის სამი წევრი სიკვდილის საშიშროების პირისპირ. დედა მაშინ 40 წლისაც არ იყო, მე 15-ის ვიყავი, ჩემი ძმა - 16-ის, მაგრამ იმ ერთ საათში სამივე ასი წლის გავხდით..."

"ერთმა გოგომ, რომელსაც დედა უცხოელი ჰყავდა, მისი 14 წლის ძმის ფოტო მაჩვენა. ბავშვი პოლიციას რამდენიმე დღე დამწყვდეული ჰყავდა და სიკვდილის პირამდე ნაწამები. ასეთ მდგომარეობაში გადაღებული ბავშვის ფოტო ამ გოგონას გამოუგზავნეს: თუ არ გაჩუმდებით, ყველას ასეთ დღეში ჩაგაგდებთო!.. როდესაც ბავშვის ცხედარი ვნახეთ, ასე მეგონა, ისტერიკაში ჩავარდნილ დედას გული გაუსკდებოდა..."

"ომამდე ვერც მე წარმომედგინა, ჩემს ხალხს ერთმანეთისთვის ამდენი სისასტიკის ჩადენა თუ შეეძლო, მაგრამ ორივე მხარემ საშინელი რამეები ჩაიდინა... სახლი დანგრეული დაგვხვდა. გარშემო საშინელი სუნი იყო, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას გადარჩენილები ღამე ჩუმად იპარებოდნენ თავშესაფრებიდან და ოჯახის წევრებს ეძებდნენ..."

ასევე წაიკითხეთ:

VIDEO: „ცხოვრება ერთი წამია“ - სოფო ბედიას ახალი კლიპი აზიურ მოტივებზე აღფრთოვანებული მაყურებელი

„მე ჩემი პლანეტით ვიყავი მარსზე“ - რა კადრებს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია