„არასდროს დამავიწყდება... ცალ ხელში გარდაცვლილი მყავდა ჩაბღუჯული და ვყვიროდი, ვიპოვე-მეთქი“- მაშველის ემოციური ინტერვიუ

მაშველის ემოციური ინტერვიუ

მყვინთავი მაშველის სამსახური არის პროფესია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რკინის ნერვების პატრონი, რადგან ისინი მაშინ ერევიან საქმეში, როდესაც ადამიანის ცოცხლად გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს არის საქმე, რომელსაც შეუძლებელია შეეჩვიო და ცივი გონებით იმოქმედო…

ვარაზი წოწონავა, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი: – ოც წელზე მეტია ამ სამსახურში ვარ, უამრავი მძიმე საქმე მახსოვს, რომელთა შორისაც არაერთი გამორჩეულად რთული ამბავი იყო. ცაგერში მომხდარი ტრაგედიას გავიხსენებ, როდესაც ხიდიდან მანქანა გადავარდა და მდინარის დინებამ, 6-კმიან არხში შეიტანა. ღამის 3 საათი იყო, შემთხვევის ადგილას რომ მივედით, მაშინვე ძებნა დავიწყეთ, რადგან ხალხი გველოდებოდა. მაშველების დახმარებით, ერთი დაკარგული ვიპოვეთ და მეორეს ვეძებდით…

პაუზაც კი არ გაგვიკეთებია, რადგან მეორე დაკარგულის ჭირისუფალიც იქ იყო და მოუთმენლად გველოდნენ… ჩავედი, მაგრამ ვერ ვიპოვე, რასაც უფრო გადაღლილობისგან ვაბრალებ. წინა დღის ნამუშევარი დაღლილები ვიყავით, მაგრამ არც კი შეგვისვენია, ისე შევედით იმ 6-კმიან არხში.

იმდენად ციოდა, ყინულს ვამტვრევდით და ისე ჩავდიოდით წყალში, მეორე რომ გვეპოვა. სამი დღე-ღამე ვეძებდით, ისეთი სიცივე იყო, არასდროს დამავიწყდება… მორიგ ჯერზე რომ ჩავედი, სულ რაღაც 15-წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე, – არხის ბოლოში, დაგუბება აქვს წყალს და იქ, კედელთან იყო გაჭედილი. ასე, ადვილია მოსაყოლად, მაგრამ უმძიმესი საქმე იყო. დამხმარე ძალა მოდიოდა, რათა შევეცვალეთ, მაგრამ მე სულ იქ ვიყავი…

– წყლის ქვეშ ცუდი ხილვადობაა, არა?

-დიახ, მაგრამ ჩვენ გვაქვს წყლის ქვეშ საძებნი აპარატი – ე.წ. '„ექოლოტი,” რომელიც მონიტორზე აჩვენებს გამოსახულებას, ის მოტირიან ან ჩვეულებრივ ნავზეა განთავსებული, ხოლო წვერი, წყალში ჩაშვებული. იქ მიღებული თუ გამოსახული ინფორმაციის მიხედვით ჩავდივართ წყალში, თუმცა, ეს მოწყობილობა ხანდახან ვერ კითხულობს წყლის ქვეშ არსებულ ინფორმაციას. ამიტომ, გვირჩევნია, ჩავიდეთ და თავად შევამოწმოთ… ერთი სიტყვით, ძირითადად, მხოლოდ საკუთარ ძალებზე ვართ დამოკიდებული. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

ვინ არის 28 წლის კაცი, რომელმაც მამა მოკლა, ცხედარი მანქანის საბარგულით თბილისში ჩამოიტანა და აგარაკზე დამარხა

„თუ ხშირად გრძნობთ სიცივეს და პარალელურად გბურძგლავთ...“ - მარიამ ციმინტია ოთხ მისტიკურ ფაქტს ასახელებს