„უფრო მეტი უნდა გაგვეტანა“, - სობოსლაი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ბჰ

საქართველოსთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი უნგრეთის ნაკრების ლიდერმა დომინიკ სობოსლაიმ გააკეთა.

სობოსლაი საქართველოსთან მატჩში შეუდარებელი იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

"ბევრი შანსი გვქონდა, პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე გაორებული გრძნობებით გავედით, რადგან საოცარი ტაიმი ჩავატარეთ და უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა.

ეს თამაში იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ყველა მატჩში. ბრძოლა, ერთად დგომა და მშრალი კარი - ყველაფერი კარგად დასრულდა", - განაცხადა სობოსლაიმ.

3 ტურის შემდეგ, უნგრეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს და უკრაინასთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს. საქართველო კი 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

✕