„იმ ოჯახების მოსწავლეები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულნი არიან 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოსგან მიიღებენ ფორმას უფასოდ“ - გივი მიქანაძე

სკოლა

„კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება,“ - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

„თუმცა, აქაც სახელმწიფო ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს - იმ ოჯახების, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულნი არიან 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით, 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სახელმწიფოსგან მიიღებენ ფორმას უფასოდ,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმითვე, ყველა საჯარო სკოლაში ფორმა სავალდებულო იქნება შემდეგი, 2026-2027 სასწავლო წლიდან. ფორმის დიზაინის შესარჩევად კი, საჯარო კონკურსი და განხილვა შედგება.