1733169705
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ჩინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია ჩინეთის წამყვან ჩინჰუას უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორ ვანგ ჰონგვეისთან შეხვედრა გამართა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობაზე და ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადიპლომო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოების თაობაზე პოლიტიკური მხარდაჭერა დაადასტურა.
უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის დაწყებაზე დიდი ინტერესი გამოხატა და აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირად საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული დეკანი ვანგ ჰუი განსაზღვრა.
ვიზიტის ბოლოს, ქართულმა დელეგაციამ 400 ჰექტარზე განთავსებული უნივერსიტეტის კამპუსები და სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარების ობიექტები დაათვალიერა.