„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის განცხადებით, ისრაელში მიმავალი FlyDubai-ის რეისის კაპიტანზე თავდასხმაში ბრალდებულმა მეორე პილოტმა, მის წინააღმდეგ საავარიო ნაჯახი გამოიყენა და "ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა". ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა, დოქტორმა ანვარ გარგაშმა, ინციდენტს "საშიში ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.
ცნობისთვის, ავარიული ნაჯახი არის ინსტრუმენტი, რომელიც პილოტების კაბინაში ინახება და საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლადაა განკუთვნილი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის თქმით, FlyDubai-ის FZ1073 რეისის მეორე პილოტმა თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა.
euronews-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება გრძელდება "ინციდენტის ყველა გარემოების, მისი მოტივებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კავშირის გასარკვევად, ასევე ფიზიკური და ციფრული მტკიცებულებების ტექნიკური შემოწმებისა და ანალიზის დასასრულებლად".
"გამოცემა Associated Press-ის წყაროების ცნობით, მეორე პილოტი, რომელმაც თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი რეისის ჩამოგდება სცადა, ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამია. იგივე წყაროები და ასევე The Wall Street Journal-ი იუწყებიან, რომ ომანის ხელისუფლებამ მას ადრე ფრენის უფლება შეუჩერა მისი რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და FlyDubai-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ მეორე პილოტის ვინაობა, რადგან ინციდენტის გამოძიება გრძელდება" - წერს euronews-ი.