ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. მათი ცნობით, მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა 2025 წელი, როდესაც საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მილიონ ლარს მიაღწია.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.
"აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ახალი ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული", - წერია განცხადებაში.