„ვიცი, ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა... ის „ფერფლისგან აღდგა“ – რას წერ გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

„ვიცი, ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა… აი, ეს მაგიდა სამეგრელოს სამთავრო ოჯახს ეკუთვნოდა, იგი რამდენიმე ათეული წელი დადიანების სასახლის ნესტიან საცავში, შეუსაბამო პირობებში ინახებოდა… სამწუხაროდ, მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი… ძალიან მადლიერი ვარ მუზეუმის დირექტორის, დავით ოყუჯავასი და ფონდის მცველის, ლალი ჭითანავასი, სწორედ მათი წყალობით 2022 წელს გახდა ჩემთვის ცნობილი ამ უნიკალური ნივთის და მისი პრობლემის არსებობა… ფოტოებზე კარგად ხედავთ, როგორი იყო უძვირფასესი მაგიდის მდგომარეობა რესტავრაციამდე, დაშლილი, დაქუცმაცებული, სინესტისგან თითქმის დაფერფლილი,“ – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში მაგიდა არ უნდა დამეტოვებინა და გადასარჩენად ხელოვნების სასახლეში უნდა წამომეღო… სწორედ ასეთი უნიკალური ნივთების სარესტავრაციოდ, კულტურის მინისტრის ინიციატივით, დაისახა გრძელვადიანი პროგრამა… ქართველი რესტავრატორები, მათ შორის, ირაკლი ზამბახიძე, ხის ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციის შესასწავლად კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში მივლინდნენ… პარალელურად, ხელოვნების სასახლემ მოამზადა ზუგდიდის დადიანების სასახლეების სარეაბილიტაციო პროექტი და იგი 2022 წელს ჩვენმა დიდმა მეგობარმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა… უმოკლეს დროში წარმოუდგენელი სამუშაო ჩატარდა…