ნიკო კვარაცხელიას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

niko kvaracxelia

ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ხვალ ორ ივლისს ნიკოს და ანას Graduation - ია, რომელიც ორივე ოჯახს ერთად დიდი სიხარულით უნდა გვეზეიმა პარიზში! დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს!

ყველას განგიცდიათ, იცით რამხელა ემოცია სდევს ამ რიტუალს, როდესაც შვილი წარმატებულად ამთავრებს ინსტიტუტს, როცა ინსტიტუტს ეამაყება საფრანგრთში ქართველი სტუდენტი, თავისი საქმით , განათლებით წარმატებით!

ურთულესია ხვალინდელი დღე, ვფიქრობ ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში სწორედ ამ განათლებას და ნიჭს არ გაპატიობენ!

ეს ინსტიტუტის საჩუქარია, ამ ქუდს ნიკო ვერ დაიხურებს ფიზიკურად, ვფიქრობ ზეცაში მას უკეთესი აქვს მაგრამ ერთი კი ვიცი, იუდას ქუდის ტარებას პლუს სათვალე თანაც ფერად “შავი”დიდხანს მოუწევს ნიკოს საქმეში მონაწილეებს, ვერც სინანულს გატყობთ და ვერც საქმის წინ წასაწევად სიმართლის თქმას. უფლის გეშინოდეთ შვილებო, უფალი გულსაც და ფიქრებსაც გიკონტროლებთ!!!

ნიკო შენ ზეცაში და ანა ჩემო გოგო შენ აქ გილოცავთ!!!

მზე ისევ გვათბობს, როგორც გვათბობდა, ვერ გათვალა ბოროტმა, რომ “მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად...”
ნიკოსთან ერთად ყველაფერი ლამაზია",- წერს იზა ომაძე.

Feeds-ის დამფუძნებელ ნიკო კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენეს. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.