„მსოფლიოში ამას ხელის გულზე ატარებდნენ“ - ვინ არის კაცი, რომლის ვიდეომ სოციალური ქსელი ააფეთქა

კაცი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მამაკაცი დიდ რიცხვებს ერთმანეთზე წამის მეასედში ამრავლებს. ვიდეომ მთელი ქსელი მოიცვა.

​მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი რუსთაველი გია ნოზაძეა.

„ეს ბიჭი ჩემი მეგობარი გია ნოზაძეა რუსთაველი. პირველად როცა გამაცნეს ზუსტად აი ასე, ამ "ცოდნით" წარდგა ჩვენს წინაშე, დაახლოებით 35-40 წლის წინ. მაშინ გვეზარებოდა "კალმით და ფურცლით " ანგარიში და ისედაც ვუჯერებდით. არ არსებობდა „კარკულატორი" ან არსებობდა და მე არ ვიცოდი....დღეს ეს ვიდეო ვნახე და გამიხარდა და ...გული დამწყდა. რუსთავო და რუსთაველებო,...საქართველოვ ...ასეთი გენიოსი, უნიჭიერესი კაცი გვყავს ქვეყანაში და არ ვაფასებთ....მისი ნიჭი იქ, ვენახებში და მიწასთან როგორ უნდა იკარგებოდეს?

მარტო მისი წარდგენით ვისაც ეს ხელეწიფება, მსოფლიოში შეუძლია სახელი გაითქვას ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ქალაქმა, მაგრამ ნათქვამია,"შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო" და...იქნებ გამოვფხიზლდეთ და სათანადო ადგილი მივუჩინოთ ამ ოქროს კაცს ამ მართლა გენიოსს ჩვენს ქვეყანაში...

ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ...მსოფლიოში ამას ხელის გულზე ატარებდნენ...ვისაც შეუძლია ეს იქნებ გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი თხოვნა,იქნებ სათანადოდ დავაფასოთ მისი ნიჭი და შესაძლებლობა....დიდი მადლობა ამ ვიდეოს ავტორს ჩემთვის უცნობ ადამიანს...“,- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.