არასდროს მიცდია გუგად, გუროდ და სხვა სახელებად გადავკეთებულიყავი - გურამ შეროზია

გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია, რომელიც ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩოხაშია გამოწყობილი და წერს, რომ ძალიან ქართველმა გაიღვიძა მასში.

„ძააან ქართველმა გაიღვიძა ჩემში ბოლო პერიოდში:

- ჩოხაზე და მის ელემენტებზე ვგიჟდები
- ღვინო და სადღეგრძელოებიც მიყვარს
- ტრადიციებს სულ ვაპიარებ სადაც ვმოგზაურობ და ქვეყნის ქებაში ვარ
- ენები ვიცი ოხრად, ამერიკის ათ წლიანი ვიზა მაქვს და მაინც სხვაგან ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება
- აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ელარჯი, ლობიო და ა.შ. მირჩევნია ყველა ევრაზიულ კერძს )))
- გურამი მქვია და არასდროს მიცდია გუგად, გუროდ და სხვა სახელებად გადავკეთებულიყავი

მეტი რა ვქნა?

მგონი ჩოხასაც ვიხდენ:)))“,- წერს შეროზია.