ამ მისამართებს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ - ნახეთ თქვენი მისამართი

წყალი ბოთლში

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ოლიმპიური ქალაქის მიმდ.  ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 ივლისს,  11:00 საათიდან 6 ივლისის  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი:
პაპაშვილის, გვირილების, კ.გოგიაშვილის ქუჩას შესახვევით, ბობ უოლშის ქუჩას შესახვევებით

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.