მილიონი დოლარი გეიჯის მოგებაზე | ცარუკიანი ილიას მარცხში დარწმუნებულია

ცარუკიან

არმან ცარუკიანმა მილიონი აშშ დოლარი დადო ფსონად, რომ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას დაამარცხებს. მოგების შემთხვევაში სომეხი მებრძოლი 5 700 000 აშშ დოლარს მიიღებს.

14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და ამ დღის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე