ექიმები მხედველობის დაკარგვასა და ოზემპიკის მიღებას შორის შესაძლო კავშირზე საუბრობენ
1771861339
ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ნოტინგემს“ დაუპირისპირდა. არნე სლოტის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალექსის მაკ ალისტერმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე გაიტანა.
მატჩის მიმდინარეობისას ბევრი საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსლაციის რეჟისორებს უკავშირდება. 83-ე წუთზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა ორმაგი ცვლილება განახორციელა: სლოტმა კერტის ჯონსი და მილოშ კერკეზი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი მოედანზე ჯო გომესი და ენდრიუ რობერტსონი შეიყვანა.