ექიმები მხედველობის დაკარგვასა და ოზემპიკის მიღებას შორის შესაძლო კავშირზე საუბრობენ
1771861339
ავსტრიული მედია გრაცის „შტურმში“ გიზი მამაგეიშვილის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენას ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელს აქებს. გამოცემა derstandard-ი წერს, რომ მამაგეიშვილმა გულშემატკივრებს ოთარ კიტეიშვილის ტრავმა დაავიწყა.
რა წერია სტატიაში:
„გრაცელთა რიგებში, სხვა მოთამაშეებთან ერთად, ტრავმირებული კრეატიული ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი აკლდათ. სამაგიეროდ, „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში ბუნდესლიგაში პირველად გამოჩნდა მისი თანამემამულე გიზო მამაგეიშვილი, რომელმაც ყურადღება პირველივე წუთებიდან მიიპყრო. ქართველმა ნახევარმცველმა მე-4 წუთზე ეფექტური დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ კი პენალტი მოიპოვა, რითაც „შტურმმა“ გაიმარჯვა.“