„ჯასტინი ერთ წუთსას ვერ გაძლებს“ - კოვინგტონი თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე

ილია გეიჯი კოვინგტონი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯი ამ ჩხუბში ერთი წუთითაც ვერ გაძლებს.

რას ამბობს კოვინგტონი:

„არ მგონია, ჯასტინ გეიჯიმ ერთ წუთზე მეტს გაძლოს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ხრით ის თავს, ილია მას აპერკოტს ამოსცხებს და მთვარეზე გაგზავნის“.

შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ, ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამერიკელი მებრძოლი ქამრის გაერთიანების ბრძოლაში  დიდი ალბათობით მოქმედ ჩემპიონს, ილია თოფურიას დაუპირისპირდება. ქართულ-ამერიკული დაპირისპირება სავარაუდოდ, მაისი-ივნისის პერიოდში გაიმართება.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე