სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
საინტერესო, ნაყოფიერი და საქართველოსთვის საგულისხმო სამუშაო შეხვედრა იყო, შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს, რა თქმა უნდა, მომავალზეც იყო საუბარი, ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ორ უწყებას შორის სამუშაო პროცესი ყოველთვის იყო.
„იმედია, რომ შემდგომ ეტაპზე სამუშაო პროცესი და საკითხების განხილვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაითარგმნება. დანარჩენი, დაველოდოთ. ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი არის და ყოველთვის იყო. ჩვენ გაცხადებული გვქონდა დამოკიდებულება, რომ მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც შეიძლება, ამერიკისთვის საინტერესო იყოს და ჩვენთვის ნაყოფიერი. მზად ვართ, ამ თემებზე დიალოგისთვის და მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.