„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1781175999
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის XXXVI რიგით ყრილობაზე ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ეროვნული ნაკრების გამოსვლაზე.
ლევან კობიაშვილი: „მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი თამაში არ იყო ისეთი, როგორიც გვსურდა, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ყველაფერს მიზეზებს ვერ გადავაბრალებთ; სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და თითოეული ჩვენგანი საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ. სირთულეების მიუხედავად, მგონია, რომ უკეთესად თამაში და უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ცხადია, რომ მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ. შესაბამისად, გვაქვს ამის სურვილი და მოლოდინი – ქვეყანაშიც ისეთი გარემოა, რომ ჩვენგან ყოველთვის წარმატებას ელოდებიან...“