გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ.
„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.