როგორია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო კვირის განმავლობაში

კორონავირუსი საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 482 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 650 კვლევა ტესტით, მათ შორის 72 494 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 156 PCR ტესტით.