საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსი დადასტურდა. გვაქვს თუ არა სანერვიულო?

მაიმუნის ყვავილი

საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსი დადასტურდა. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ქეთევან სობონი, ინფექციის შესახებ საუბრობს და განმარტავს გვაქვს თუ არა სანერვიულო.

ადამიანს რომელიც მაიმუნის ყვავილით არის ინფიცირებული, თავდაპირველად გრიპის გრიპის მსგავსი სიმპტომები ეწყება, თავის ტკივილი დაღლილობა შემცივნება, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, ცხელება წელისა და კუნთების ტკივილი, ამ სიმპტომებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამონაყარი ჩნდება სახეზე შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის პირის ღრუში, გამონაყარი სითხით არის სავსე და მას ხშირად წითელი წრეები აკრავს.

ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად 14-დან 21 დღემდე გრძელდება თავისით გაივლის, გამონაყარი ბოლოს ფუფხად გადაიქცევა და თავისით აიქერცლება. ამ ეტაპზე არსებული ცნობების თანახმად, მაიმუნის ყვავილი ძირითადად დაბალი ლეტალობის მაჩვენებლით ხასიათდება.

მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე ან ადამიანზე და პირიქით. ვირუსი პირველად 1958 წელს კვლევებისთვის დატყვევებულ მაიმუნთა კოლონიებში დააფიქსირეს. ადამიანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა, კი მხოლოდ 12 წლის შემდეგ, ანუ 1970 წელს აღმოაჩინეს.

ნახეთ ვიდეო: