„მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების დაძაბვას...“ - ეზოტერიკოსი 23 ივნისის ენერგიებზე გვაფრთხილებს

ასტროლოგია

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი 23 ივნისს მზის ენერგიების შესახებ წერს. 

„მზის კალენდარი — 23 ივნისი
  მე-5 მზის დღე
ეს დღე მშვიდობის, ჰარმონიისა და წონასწორობის ენერგიას ატარებს. მისი მფარველია ვენერა ...
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულება, დაწყებული საქმეების მოწესრიგება და ყოველდღიური პასუხისმგებლობებისადმი ყურადღება. ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი ვალდებულებების აღება ნაკლებად სასურველია. რაც უფრო მეტი იქნება ქმედება და ნაკლები — ზედმეტი საუბარი, მით უფრო ჰარმონიულად წარიმართება დღე.
დღის მთავარი გაკვეთილია სიმშვიდის შენარჩუნება. მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების დაძაბვას. თუ ვინმე შერიგების სურვილით მოგმართავთ, გულწრფელად მიიღეთ ეს ნაბიჯი. დღეს პატიებას განსაკუთრებული ძალა აქვს.
სასარგებლოა სახლის საქმეების შესრულება, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათთვის სითბოსა და სიმყუდროვის შექმნა. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და შეიტანეთ მეტი სიკეთე თქვენს გარემოცვაში.
  დღე არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.
  კვება:
უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლეულს, ფაფებსა და ძირეულ ბოსტნეულს. სასურველია ნაკლები სითხისა და ალკოჰოლის მიღება.
  ფერები:
დღეს კარგია მშვიდი და პასტელური ტონები — ღია ვარდისფერი, რბილი ან ღრმა ყვითელი. მოერიდეთ ძალიან მკვეთრ ფერებს.
  დღის ქვები:
ყვითელი აქატი და როდონიტი. ისინი ხელს უწყობენ შინაგან წონასწორობას, სიმშვიდესა და ჰარმონიულ ურთიერთობებს.
  დღის რიცხვები:
5 • 6 • 24 • 60
  დღევანდელი დღის ენერგია გვახსენებს: ნამდვილი ძალა სიმშვიდეში, მოთმინებასა და კეთილ საქმეში იმალება. როცა ჰარმონიას ინარჩუნებთ, სამყაროც იმავეს გიბრუნებთ",- წერს იოსელიანი.