ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გველმა უკბინა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გველს რეფლექსის გამო 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა.
„არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი; არ დაადოთ ლახტი ან ყინული; არ დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით; არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.
პირველადი დახმარება: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112); დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე; მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა; უზრუნველყავით სითხის მიღება; კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე. ასევე, სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი კოტე ფხაკაძე რამდენიმე საინტერესო რჩევას უზიარებს მკითხველს:
დიღომშია გველების დაფიქსირების ძალიან ხშირი შემთხვევა, იმიტომ, რომ მანდ ტრაქტორების ბაზაა. მანქანა ბუნებაში ისეთ ადგილას უნდა გააჩერონ, რომ გველის შეძრომის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი - ბალახებში, ბუჩქებში არ უნდა გააჩერონ მანქანა.
გამომდინარე იქიდან, რომ შხამიანი გველებიც შესაძლებელია შეგვხვდეს თბილისში, რეკომენდებულია, რომ გამოვიწიოთ უკან, რადგან დაახლოებით, ორ მეტრამდე აქვს ნახტომი. გველთან ახლოს არ უნდა ვიყოთ, შორიდან ვაკონტროლოთ ის ვიზუალურად და დავრეკოთ 112-ში...
რაც შეეხება გიურზებს - ის თბილისში გვხვდება ბოტანიკურ ბაღშიც, ტაბახმელაში და დიღმის მასივში რამდენჯერმე დაიჭირეს. გარჩევა უნდა ვიცოდეთ - შხამიანი გველი ძალიან ნელა გადაადგილდება უშხამო გველისგან განსხვავებით“,- ამბობს კოტე ფხაკაძე „კვირის პალიტრასთან“.