ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს

ჯორჯინა უზკატეგუი

UFC-ის ვარსკვლავის, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგის ურთიერთობა წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. წყვილი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს და ბევრისთვის ჰარმონიული ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი გზები გაიყო, თუმცა არც ერთ მხარეს ურთიერთობის დასრულების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია.

წყვილის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ტაბლოიდური პრესა მუდმივად აკვირდება ორივე მხარის აქტივობას სოციალურ ქსელში. 

ცოტა ხნის წინ, ჯორჯინა უზკატეგი, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ხავი დე ოიოსი მიერ გასაჯაროებული მიმოწერაა, სადაც მოდელი ერთ-ერთ გამომწერს პასუხობს:

ერთ-ერთმა გამომწერმა ჯორჯინას ჰკითხა, რატომ აღარ დარჩა ილია თოფურიას გვერდით.

„ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად გვერდით ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ უკან დახევაა. უნდა მისცე ადამიანს უფლება, თავად აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომ ამ რთულ გზაზე შეიცვალონ და იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს.“

მიმოწერა ამით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა გამომწერმა ჯორჯინას მისწერა:

„ვწუხვარ, მაგრამ ილია ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს.“

ჯორჯინას პასუხი კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა:

„ეს მართლაც მტკივნეული და გულსაკლავია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა...“.