ტრაგედია კახეთში - უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

რამაზ ძმანაშვილი

უბედურ შემთხვევას კახეთში 33 წლის რამაზ ძმანაშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა. ტრაქტორი გადაბრუნდა და ახალგაზრდა კაცი ქვეშ მოიყოლა.

სოფელში ვარაუდობენ, რომ ძმანაშვილმა ბალახებში თხრილი ვერ შენიშნა, რის შედეგადაც, ტრაქტორი გადაბრუნდა.

მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.