23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782156639
მეტროსადგურში მომხდარი უბედური შემთხვევები და ტრაგედიები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით ცოდნა. მსგავსი ექსტრემალური სიტუაციები ყოველთვის მოულოდნელია, პანიკა კი ამ დროს ყველაზე დიდი მტერია. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს ის ალგორითმი, რომელიც ასეთ დროს ადამიანს სიკვდილისგან იხსნის.
მთავარი საფრთხე: რა უნდა ვიცოდეთ საკონტაქტო რელსზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს: მეტროში დენის წყარო ჩვეულებრივ, სავალ რელსებში არ გადის. მაღალი ძაბვის (825 ვოლტი) მატარებელი არის ე.წ. „მესამე რელსი“ (საკონტაქტო რელსი), რომელიც უშუალოდ ბაქნის (პლატფორმის) კიდის ქვეშ არის დამალული. მასთან ოდნავი შეხებაც კი ფატალურია.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა?
სცენარი 1: მატარებელი არ ჩანს და არც მისი მოახლოების ხმა ისმის
არ სცადოთ ბაქანზე ამოძრომა! ინსტინქტი გკარნახობთ, რომ იქიდან ამოხვიდეთ, საიდანაც ჩამოვარდით, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაქნის ქვეშ გადის მაღალი ძაბვის რელსი. მასზე შემთხვევითი შეხებაც კი სასიკვდილოა.
გაიქეცით მატარებლის მოძრაობის მიმართულებით: იმოძრავეთ ბაქნის იმ ბოლოსკენ, სადაც ელექტრონული საათია განთავსებული (ანუ იქით, სადაც მატარებლის პირველი ვაგონი ჩერდება). იქ არის სპეციალური შავ-თეთრი ზოლი და საფეხურები, საიდანაც უსაფრთხოდ შეძლებთ ამოსვლას.
იყვირეთ და ითხოვეთ დახმარება: პარალელურად, მიიქციეთ სადგურის მორიგის და მგზავრების ყურადღება, რათა დროულად მოხდეს ძაბვის გათიშვა.
სცენარი 2: მატარებელი მოდის (ან უკვე ძალიან ახლოსაა)
დაწექით ორ რელსს შორის არსებულ ღრმულში (ღარში): ეს ღარი საკმარისად ღრმაა იმისთვის, რომ მატარებელმა უსაფრთხოდ, შეხების გარეშე გადაგიაროთ.
მიიღეთ სწორი პოზა: დაწექით პირქვე. თავი უნდა იყოს მომავალი მატარებლის მიმართულებით - ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჰაერის ნაკადმა ტანსაცმელი არ აგიფრიალოთ და მატარებლის მოძრავ ნაწილებს არ გამოედოს. ხელები მჭიდროდ მიიდეთ ტანზე, ფეხები ერთად შეატყუპეთ. კაპიუშონის ან გრძელი ტანსაცმლის შემთხვევაში, ეცადეთ სხეულის ქვეშ მოიქციოთ.
არ გაინძრეთ: მაშინაც კი, თუ მატარებელი თქვენს ზემოთ გაჩერდა, არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ გამოძრომა. ხმაური და სიცხე შემაშინებელი იქნება, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. დაელოდეთ, სანამ მაშველები ან მეტროს თანამშრომლები არ მოგცემენ მითითებას...ვრცლად
23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782156639
ცნობილი ექიმი, გოგა დევდარიანი გარდაიცვალა
1782155823