ნახეთ ქუჩები, სადაც წყალი დილამდე შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1782239674
„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press ავრცელებს.
როგორც „თალიბანის“ ოფიციალურმა პირმა განაცხადა, დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა დიპლომატიურ მომსახურებებსა და ქვეყანაში ავღანელთა „ღირსეულ დაბრუნებაზე“.
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ავღანელები ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა ბლოკის ქვეყნების მზარდი რაოდენობა მოითხოვს დეპორტაციის პროცესის დაჩქარებასა და გააქტიურებას იმ პირთათვის, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ ან რომლებმაც მასპინძელ ქვეყნებში დანაშაული ჩაიდინეს.
„თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აბდულ ყაჰარ ბალხიმ ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ისლამური საამიროს“ დელეგაციამ ბრიუსელში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან გამართა მოლაპარაკებები.