მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
2-3 მარტს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მთავრდება დაბნელებების დერეფანი. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში შედის და გვაძლევს საშუალებას, პრობლემები შედარებით ადვილად გადავჭრათ, ყურადღება აუცილებელია.
4 მარტიდან მოლაპარაკებები, ახალი საქმეები, მგზავრობა, მოგზაურობა, რაც გაგიხარდებათ - ყველაფრისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება. 3 მარტს გვაქვს პიკი, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ჯანმრთელობას მართავს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე ჯანმრთელობისკენ. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი იჩინოს, გქონდეთ თავის ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ზონას, მოწამვლის ტენდენცია მაღალია. შესაძლოა ტექნიკამაც აურიოს.
2 მარტს პლანეტა მარსი (საქმიანობის, ენერგიის, შრომისუნარიანობის მმართველი) 9 აპრილამდე გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. საუკეთესო დროა ქორეოგრაფიული მონაცემების გამოსავლენად. პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება - საუკეთესო დროა. ძლიერდება ინტუიცია, მაგრამ მოიმატებს მოქეიფეთა რიცხვი, ჩნდება დალევის სურვილი. ოთხშაბათი (4 მარტი) - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, აურის ენერგოდაბინძურების, თვალის აღების ტენდენცია მაღალია. შაბათ-კვირას კარგია მანქანის ყიდვა.
ხვალ (3 მარტს), ხუთშაბათს (5 მარტს), პარასკევს (6 მარტს) გვაქვს გეომაგნიტური დღეები: