ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„ვაგრძელებთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მითოლოგიურ მოგზაურობას...
როგორც უკვე აღვნიშნეთ კურო პირდაპირ კავშირშია მატერიალურ ფასეულობებზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე.
ჩაკეტილი ხარ საკუთარი შიშების ლაბირინთში? დროა, დაინახო კუროს ჩრდილოვანი მხარე.
კუროს პოტენციალზე და მისი ფსიქოტიპის თავისებურებებზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ არსებობს მითოლოგიური ვერსია, რომელიც მის უარყოფით თვისებებს ხატოვნად წარმოაჩენს. ეს არის მითი მინოტავრის
სასტიკი და გაუმაძღარი ურჩხულის შესახებ.
მინოტავრი ჩაკეტილია საკუთარი ჯიუტი, ეგოისტური, სურვილებისა და შიშების ლაბირინთში. მას არ სურს ბარიერების გახსნა და რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს მითი არის მკაფიო გაფრთხილება მესაკუთრეობისა და სიჯიუტის შესახებ.
კიდევ ერთი ანალოგია შუმერულ ეპოსში გვხვდება, ენკიდუს სახით. მასში კარგად ვლინდება კუროსეული მესაკუთრეობა და ძლიერი მგრძნობელობა.
მაშ ასე! კუროს ენერგია პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსებთან.
თუ გრძნობ, რომ მინოტავრის მსგავსად, შენც ფინანსური ბლოკების ლაბირინთში ხარ ჩაკეტილი, 3 მაისიდან მე და ვახტანგ ჯაფარიძე დაგეხმარებით ამ ბარიერების მსხვრევაში და შენი ფინანსური პოტენციალია სრულად ათვისებაში!
მზე კუროშია, იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად
შენი პირადი რუკის რომელ სახლში ხვდება კუროს ნიშანი? სწორედ მანდ არის ახლა შენი ყველაზე დიდი ენერგეტიკული მუხტი და მატერიალური შესაძლებლობები!
მითუმეტეს ახლა, როდესაც სავსემთვარეობა მოგვადგა კარს!",- წერს ოდიშელი.