ეს ნივთები საფულიდან აუცილებლად უნდა ამოიღოთ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

საფულე

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„საფულე - არ არის ადგილი ნივთებისთვის, რომლებიც „ოდესმე გამომადგება“ ჰქვია. ჩაიხედეთ თქვენს საფულეში. იქ ფული ცხოვრობს თუ უკვე ძველი ქვითრების მუზეუმი მოაწყვეთ?  
აი, რა სჯობს საფულიდან ამოიღოთ:
 ძველი ქვითრები, თუ საჭიროა, შეინახეთ ცალკე, დანარჩენი კი გადააგდეთ.
 გარდაცვლილი ახლობლების ფოტოები, მათთვის იპოვეთ განსაკუთრებული ადგილი, სადაც ფოტოები არ დაიკარგება ფულის კუპიურებს შორის.

წამლები - შეინახეთ შეფუთვაში ან ცალკე პატარა ჩანთაში/ფუტლარში. ვალებთან დაკავშირებული ჩანაწერები, თანხები გადაიტანეთ ტელეფონის ჩანაწერებში, რათა არაფერი დაგეკარგოთ.

რჩევა: სუფთა საფულეში ჩადეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი, რომელზეც დახატული იქნება რუნა ფეჰუ (ᚠ). დაე, ის გახსენებდეთ, რომ ფულს მეტი ყურადღებით მოეპყროთ და ახალი შესაძლებლობები დროულად შეამჩნიოთ“,- წერს იოსელიანი. 

✕