„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
კათოლიკოს-პატრიარქმა მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ადამიანს პატიობს მაშინ, როდესაც ის თავადაც მიუტევებს სხვებს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ გვარები დალოცა.
„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, ჯვართამაღლების შემდგომ კვირას და სულთმოფენობიდან მე-11 კვირას. ისეთი თვისებებია სიყვარული და პატიების უნარი, რომლის გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. მხოლოდ მაშინ, იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც და ხვდება ასეთი ადამიანი, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს. არა როგორც ის უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად, პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ. რა გინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან“, - განაცხადა შიო მესამემ.