ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

სესხი

16 მაი 20:29

სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს - გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი დღეიდან ორმაგდება.კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

თამო ვაშალომიძე

ტაბლოიდი 2 წუთის წინ

VIDEO: „ასეთი ცხოვრებამ გამხადა, სულ ბრძოლაში... ამას ვერავინ გამიგებს, ვინც ჩემი გზა არ გაიარა“ - თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც კანის კინოფესტივალს ესწრება.თამო ვაშალომიძის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა მის გულშემატკივრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და სოციალურ ქსელში გულთბილი კომენტარებით გამოირჩევიან.თამო „ინსტაგრამზე“ წერს, რომ ყოველი გამოსვლის წინ ძალიან ნერვიულობს. „ნეტავ იცოდეთ ყოველი გამოსვლის და შეხვედრის წინ როგორ ვნერვიულობ. პირველ დღეს ფეხის კანკალი დამეწყო მანქანაში. ჩემს თავთან მქონდა დიალოგი რომ „თამო“ არ უნდა შემერცხვინა.არის შემთხვევები როდესაც ვარ სუსტი, ცუდად, მაგრამ გადამაქვს საქმეში. რა ვქნა არ მაქვს სხვა გზა რომ დავნებდე. ხანდახან არ ესმით ჩემი რომ ქალი ვარ და არ უნდა ვიბრძოდე. რა ვქნა, ,, – წერს თამო ვაშალომიძე. 

ლადო ბოჟაძე

პოლიტიკა 23 წუთის წინ

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – ლადო ბოჟაძე

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს."ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტს მიწერა. ამ წერილში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტრამპი თავადვე ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. პრეზიდენტთან ერთად მოხსენებულია საქართველოს მთავრობაც და ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ურთიერთობების დარეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.

ზეთის ბოთლი

ტექნოლოგიები 27 წუთის წინ

რატომ აქვს მზის ფორმის ხვრელი ზეთის ბოთლს - ეს ბევრმა არ იცის

მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის - აბსოლუტურად სულერთია, რომელი სახეობის ზეთი გაქვთ ქილაში, მათ აერთიანებთ ერთი პატარა დეტალი, რომელიც მზის ფორმის ხვრელის სახით აქვთ თავსახურის მოხსნის დროს.რისთვის არის საჭირო ნახვრეტები ქილის თავსახურის ქვეშ?ზეთი, რა თქმა უნდა, უფრო ნელა გადმოდის ბოთლიდან, თუმცა, თუკი უკან მოგინდათ ჩასხმა, მაშინ შედარებით გართულდება დავალება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ფორმის ნახვრეტები ტკბილი სიროფების დოზატორებს ჰგავს, რომელიც დესერტებისა და სასმელებისთვის გამოიყენება. საკმაოდ მარტივია მისი ბოთლის თავზე დამაგრება, ხოლო შეძენა სამზარეულოს ტექნიკის განყოფილებებშიაშესაძლებელი.პირველ რიგში, ეს დეტალი გეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ ზეთის საჭიროების ოდენობა; მეორე მხრივ, ბოთლს ცხიმიანი წვეთებისგან იცავს. დააკვირდით დასხმისას საწყის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ ქილას, რომელსაც არ აქვს ასეთი ხვრელები, მარტივად აჭუჭყიანებს ქილას და შედეგად გიწევთ მისი გარედან გარეცხვა, ხვრელის მეშვეობით კი ამ პრობლემას თავიდან აირიდებთ.სპეციალური თავი საკმაოდ კომფორტულია სალათების ზეთით მოსართავად ან კოვზის მეშვეობით საჭირო რაოდენობის გამოსათვლელად. ეს ასევე მომგებიანია ეკონომიის კუთხით.წყარო

დავით მათიკაშვილი

მსოფლიო 33 წუთის წინ

მისასალმებელია ეს წერილი და დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ – დავით მათიკაშვილი ტრამპის წერილზე

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, . მისასალმებელია ის მოტივები, რომელიც წერილში იყო ხაზგასმული:"მისასალმებელია ეს წერილი და დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის რეალურად გულთბილი მოლოცვა, იმედი, რომ საქართველოს მთავრობასთან გაღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები. აქ არის ხაზგასმა ჩვენი ქვეყნის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. მისასალმებელია ის მოტივები, რომელიც წერილში იყო ხაზგასმული და ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. 

შემთხვევა ლივერპულში

მსოფლიო 35 წუთის წინ

ლივერპულში დააკავეს კაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანით შევარდა

ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 53 წლის მამაკაცი დააკავეს მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით.პოლიციის ინფორმაციით, ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა.