მისასალმებელია ეს წერილი და დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ – დავით მათიკაშვილი ტრამპის წერილზე

დავით მათიკაშვილი

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, . მისასალმებელია ის მოტივები, რომელიც წერილში იყო ხაზგასმული:

"მისასალმებელია ეს წერილი და დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის რეალურად გულთბილი მოლოცვა, იმედი, რომ საქართველოს მთავრობასთან გაღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები. აქ არის ხაზგასმა ჩვენი ქვეყნის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. მისასალმებელია ის მოტივები, რომელიც წერილში იყო ხაზგასმული და ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.