საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს

9 პირის პროცესი

საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღეს გამოჰკითხავენ პოლიციელებს, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ბრალდების მხარის განცხადებით, ამ ეპიზოდზე, საერთო ჯამში, 40 პოლიციელია დაზარალებული.

დაკავებულებს აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.