ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

20 მაი 20:37

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 7 წუთის წინ

გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ - შალვა პაპუაშვილი გახარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე

გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე.ჟურნალისტმა ჰკითხა, როდის გავა კენჭისყრაზე გახარიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი.„თავის მანდატებს თავადვე აუქმებენ. როგორც ხაზარაძემ და სხვებმა თავიანთი თავი თავად დაიჭირეს იმით, რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და კარგად იცოდნენ რა შედეგი მოჰყვება, ასევე გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას [შეწყვეტას] განვიხილავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს

საზოგადოება 8 წუთის წინ

რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა.ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ რეზერვისტებს სიტყვით მიმართა, ფიცის მიღება მიულოცა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა 9 წუთის წინ

კანონში 1999 წლიდან წერია, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ოპოზიცია საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდა, შიმშილობაც გამოუცხადეს ერთმანეთს - თენგიზ შარმანაშვილი

ქართულ კანონმდებლობაში 1999 წლიდან  წერია, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება, საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდნენ. გუშინ ერთმანეთს შიმშილობა გამოუცხადეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „უაზრო ტაქტიკაზე არიან გადასული“.„საგამოძიებო კომისია ჩვენ გამოვიგონეთ, აქამდე არ ყოფილა? – 1999 წლიდან ქართულ კანონმდებლობაში წერია, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. მსგავსი მოთხოვნა კომისიის შექმნამდე რომ დაგვეწესებინა, იტყოდნენ, ამათმა რეპრესიებისთვის პლაცდარმი გაიმზადესო, მაგრამ კანონმდებლობა 1999 წლიდან რომ მოქმედებს, სახელმწიფო აპატიმრებს ამ ხალხს, თუ თავისი თავი თავად დაიპატიმრეს? – თავისი თავი თავად დაიპატიმრეს. გირაოს გადახდას სასჯელთან კავშირი არ აქვს. ისინი სასჯელს იხდიან. საშუალება ჰქონდათ, აღმკვეთი ღონისძიება ჰქონოდათ უფრო რბილი. რატომ გააკეთეს ეს? – ერთი ის იყო მათი სწორი ნაბიჯი, პარლამენტში 61 ადამიანი რომ არ ზის და მეორე ეს გადაწყვეტილება. ვერ გათვალეს, რომ პარლამენტში ყოფნით უფრო მეტ ქულებს მოიპოვებდნენ. რა ვქნათ, მათი შეცდომების გამო ჩვენ ვიდარდოთ? – ყოვლად უაზრო ტაქტიკაზე – საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდნენ. გუშინ ერთმანეთს შიმშილობა გამოუცხადეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 10 წუთის წინ

სასწაულია, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების გაერთიანების მოთხოვნით ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა, ზურაბიშვილი როგორ უნდა იყოს გამაერთიანებელი, ვერავის ვერაფერს აგებინებს - გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი არის არა გაერთიანების, არამედ გახლეჩის სიმბოლო. როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, უცხოელი პატრონების მიერ გადაწყდა, რომ ის მათი პოლიტიკური ბელადი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, გასაკვირი იქნება, ოპოზიციამ რომ ერთობა შექმნას.„მათ ხან უსტვენენ და ტრიბუნიდან აგდებენ, ხან ლანძღავენ. ეს გასაკვირი არ არის. გასაკვირი ის იქნება, ამ ადამიანებმა ერთობა რომ შექმნან. ერთიან განცხადებას ვერ აკეთებენ და რომელ ერთობაზეა საუბარი? – სასწაულია ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების გაერთიანების მოთხოვნით ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა. ზურაბიშვილი გამაერთიანებელი როგორ უნდა იყოს, სადაც მიდის, ვერავის ვერაფერს აგებინებს, რადგან გამართული ქართულით ვერ საუბრობს. თუ ვინმეს რაიმე გააგებინა, მხოლოდ იმას აგებინებს, რომ ის არის მთავარი და მის ირგვლივ მთელი დედამიწა უნდა ტრიალებდეს. დიდი ხანია, „ნაცმოძრაობის“ დიაგნოზი დასმულია – ეს არის მავნებელი, ე.წ. პოლიტიკური ძალა, გახლეჩის ძალა. ისინი ათჯერ დამარცხდნენ, ხალხს უნდა დაუჯერონ და სახლში წავიდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პრემიერი

პოლიტიკა 11 წუთის წინ

პრემიერი: ვიღაცები ცდილობდნენ, წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია. ამის უფლებას ვერავის მივცემთ, უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას

ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.მთავრობის მეთაურის თქმით, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია.„ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა“, - განაცხადა პრემიერმა.