Variety-მ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ჯეიმს ბონდის როლზე განიხილებიან

Variety

 გამოცემა Variety-ს ინფორმაციით, Amazon-ი ახალი ჯეიმს ბონდის როლზე სამ ახალგაზრდა მსახიობს განიხილავს: 28 წლის ჯეიკობ ელორდის, 29 წლის ტომ ჰოლანდს და 29 წლის ჰარისონ დიკინსონს.

ინსაიდერებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სტუდია და პროდიუსერები პირველ რიგში ბრიტანელ მსახიობებს განიხილავენ, თუმცა იმაში რომ ელორდი ავსტრალიელია პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ადრე აგენტი 007 ავსტრალიელმა ჯორჯ ლეზენბიმ განასახიერა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბონდის შესახებ ახალი ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი გახდება.