2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 18 159 ადამიანი;
- კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 9 558 ადამიანი;
- სიმსივნეები - 5 720 ადამიანი;
- სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 641 ადამიანი;
- ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826 ადამიანი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 307 ადამიანი.