ოდესაზე რუსეთის დრონებით იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
1751103422
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე,
1969 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.
სამართალდამცველებმა, ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე, დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე, დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და
დასაწყობებული, 70 ერთეული, დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს.
გამოძიება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 303-ე მუხლის პირველი ნაწილითმიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.