საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
1751090239
ბათუმში, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გახსნა. ინფოემაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ, რესპირაციული ასოციაციის საქმიანობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამ პროფესიულ გაერთიანებას და მისი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დიდი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში.
კონგრესში, მსოფლიოს 19 ქვეყნის, 24-მა წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მოიცავდა სიმპოზიუმებსა და პრეზენტაციებს, რესპირაციული მედიცინის ყველა მიმართულებით: ონკოლოგია და თორაკალური ქირურგია, რესპირაციული კრიტიკული მედიცინა და რესპირაციული ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფილტვის იშვიათი დაავადებები და ფილტვის პათოლოგიათა არაინვაზიური დიაგნოსტიკა.
კონგრესზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პროფესორი, კონგრესის თავმჯდომარე ივანე ჩხეიძე, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი დავით გიორგაძე, ევროპის რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი იოანა ხოროსტოვსკა-ვინიმკო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი.
ღონისძიება, II საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციასთან ერთად, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და მისი მიზანი რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობაა.