„არ არსებობს ადამიანი, ვინც არ დაადასტურებს, რამდენად პატიოსანი ვარ...“ - ახალი ინფორმაცია, ქალზე ძალადობაში ბრალდებულ ქართველ ბიზნესმენზე

იულია

ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა.

რუსული მედიის ცნობით, იულია ვანი მრავლობითი მოტეხილობით და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუბუტიამ თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ნაჯახი ან ჩაქუჩი გამოიყენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია სისხლის კვალიც. პუტინისტი ბიზნესმენი პოლიციის მისვლამდე, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში იყო ბუხუტიასა და იულია ვანის საერთო ქალიშვილი.

იულია ვანის თქმით, ხუბუტია მას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა.

ხუბუტია პოლიციაში გამოცხადდა და საყვარელ ქალზე ძალადობა აღიარა, მას შინაპატიმრობა შეეფარდა. 

სასამართლომ მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილ მინისტრს შინაპატიმრობა გაუხანგრძლივა.

თავად ხუბუტია, რომელსაც მედიაში "იარაღის ბარონს" უწოდებენ, შინაპატიმრობის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლოზე თავის გამოსვლაში ხუბუტიამ თქვა, რომ თავს ცუდ ადამიანად არ თვლის. 

„არ გადის დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთო: ყოველ დილას ლოცვით ვიწყებ, კვირაობით კი ეკლესიებში ღარიბებსა და ავადმყოფებს ვეხმარები. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც არ დაადასტურებს, თუ რამდენად პატიოსანი ვარ, დაწყებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტით და დამთავრებული იმ ადამიანებით, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ყოველდღე ვეხმარები საზოგადოებას," - ამბობს ხუბუტია.

ამავე თემაზე ნახეთ: „სახლში ნაჯახით შემოიჭრა, მცემა... ყველგან ჭრილობა მაქვს... “ - ყოფილი მეგობარი ქალი ქართველ ბიზნესმენს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს