შეყვარებულზე ნაჯახით თავდასხმაში ბრალდებული, მილიონერ მიხეილ ხუბუტიას განაჩენი ცნობილია

ხუბუტია

ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამამ წლის გაზაფხულზე, მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

იულია ვანმა, რომელიც იძულებული გახდა, ხუბუტიას მუქარის გამო ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო, სასამართლო პროცესი დაასრულა.

„სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა! მას სასჯელი გამოუტანეს - ერთწლიანი პირობითი მსჯავრი! იმედი მაქვს, ამ კაცმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გულწრფელად მოინანია!“ - წერს ის.

ხუბუტიამ კი აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ყველაზე ჯოჯოხეთური და რთული წელი“ იყო. მას აღარ სურს ამ საკითხზე საუბარი და აპირებს, რომ ეს „ცუდი სიზმარივით“ დაივიწყოს.