საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველო - სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 32 კილომეტრში მოხდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.