სასწაულია, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების გაერთიანების მოთხოვნით ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა, ზურაბიშვილი როგორ უნდა იყოს გამაერთიანებელი, ვერავის ვერაფერს აგებინებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი არის არა გაერთიანების, არამედ გახლეჩის სიმბოლო. როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, უცხოელი პატრონების მიერ გადაწყდა, რომ ის მათი პოლიტიკური ბელადი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, გასაკვირი იქნება, ოპოზიციამ რომ ერთობა შექმნას.

„მათ ხან უსტვენენ და ტრიბუნიდან აგდებენ, ხან ლანძღავენ. ეს გასაკვირი არ არის. გასაკვირი ის იქნება, ამ ადამიანებმა ერთობა რომ შექმნან. ერთიან განცხადებას ვერ აკეთებენ და რომელ ერთობაზეა საუბარი? – სასწაულია ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების გაერთიანების მოთხოვნით ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა. ზურაბიშვილი გამაერთიანებელი როგორ უნდა იყოს, სადაც მიდის, ვერავის ვერაფერს აგებინებს, რადგან გამართული ქართულით ვერ საუბრობს. თუ ვინმეს რაიმე გააგებინა, მხოლოდ იმას აგებინებს, რომ ის არის მთავარი და მის ირგვლივ მთელი დედამიწა უნდა ტრიალებდეს. დიდი ხანია, „ნაცმოძრაობის“ დიაგნოზი დასმულია – ეს არის მავნებელი, ე.წ. პოლიტიკური ძალა, გახლეჩის ძალა. ისინი ათჯერ დამარცხდნენ, ხალხს უნდა დაუჯერონ და სახლში წავიდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.